მრავალენოვნება ხშირად ორ ენაზე ჩერდება, რადგან მართვა რთულდება. ჩვენ 8 ენაზე ავამუშავეთ — და აღმოჩნდა, რომ სწორი მოდელი ყველაფერს წყვეტს.
თარგმანი, არა დუბლიკატი
ყოველი სტატია ცალკე ჩანაწერია, მაგრამ მათ საერთო „ოჯახი“ აკავშირებს. რედაქტორი ხედავს, რომელი ენები მზადაა და რომელი აკლია — და ერთი ღილაკით გადადის თარგმანზე.
SEO ენებისთვის
- hreflang ლინკები — ძებნის სისტემას უთითებს ენოვან ვერსიებს
- canonical — თითოეული ენის ვერსია საკუთარი თავისკანონიკურია
- URL სტრუქტურა: /ka/ და /en/ პრეფიქსები
RTL: არაბული და ებრაული
მარჯვნიდან მარცხნივ ენები განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს: ისრები, გვერდითი ზოლები და სურათების განლაგებაც კი იცვლება. სწორედ ამიტომ ვტესტავთ ყველა ენას გამოქვეყნებამდე.
ენა არ არის „დანამატი“ — ის პროდუქტის ნაწილია.



