ჩვენი პლაგინები EmDash-ისთვის
ვაშენებთ საკუთარ პლაგინებს EmDash-ზე: sandbox-ში გაშვებული, ნულოვანი დამოკიდებულებით და MIT ლიცენზიით. ორი უკვე მუშაობს, დანარჩენი გზაშია.
რას ვაშენებთ ახლა
ყოველი პლაგინი დამოუკიდებელი პროდუქტია: საკუთარი პანელი, საკუთარი API და საკუთარი მონაცემები.
შეფასებები და რეცენზიები
ვარსკვლავები, მოდერაციის პანელი, schema.org AggregateRating (Google-ის rich results) და სურვილისამებრ Turnstile.
გამოკითხვები
პანელიდან შექმნილი გამოკითხვები: ერთი ხმა ვიზიტორზე, ცოცხალი შედეგები, დახურვის თარიღი.
ფილტრები და დინამიური სიები
მრავალპარამეტრიანი ფილტრი ნებისმიერ კოლექციაზე: კატალოგი, დირექტორია, უძრავი ქონება.
დაჯავშნა
თავისუფალი დროის ჩვენება, ჯავშნის ფორმა და დადასტურება - სალონი, კლინიკა, მასწავლებელი.
ივენთები და რეგისტრაცია
ივენთის გვერდი, ადგილების აღრიცხვა და რეგისტრაცია ერთ პლაგინში.
ვიჯეტების პაკეტი
სლაიდერები, ტაბები, ფასების ცხრილები, გალერეები - ჩვენი თემებისთვის.
რატომ ჩვენი პლაგინები
არა „კიდევ ერთი დანამატი“, არამედ პროდუქტი, რომელიც ჩვენსავე პროექტებზე მუშაობს.
sandbox იზოლაცია
პლაგინი ცალკე იზოლირებულ გარემოში მუშაობს და მხოლოდ იმ უფლებებს იღებს, რასაც კონსენტში ადასტურებ.
ნულოვანი დამოკიდებულება
ერთი პლაგინის ზომა 4 კილობაიტია - არაფერს ამძიმებს და არაფერს ამოწურავს.
ქართული მხარდაჭერა
პანელი და დოკუმენტაცია ქართულად, ჩვენივე გუნდისგან, ბათუმიდან.
ღია კოდი
MIT ლიცენზია: კოდი ღიაა, მონაცემები შენს საიტზე რჩება და ვენდორზე არ ხარ მიბმული.
ხშირად დასმული კითხვები
ფასი რა არის?
პლაგინები უფასოა. ფასიანია მის გარშემო არსებული სერვისები: ჩაწყობა, მიგრაცია, ჰოსტინგი და მოვლა.
როგორ დავაყენო?
EmDash-ის პანელში რეგისტრიდან ერთი კლიკით - ან მოგვწერეთ და ჩვენ ჩავაყენებთ და მოვარგებთ.
მინდა სხვა ფუნქციონალი - დაამზადებთ?
დიახ. ხშირად საჭირო ფუნქციონალს ჩვენივე პლაგინად ვაქცევთ; საკუთარი პროექტისთვის კი ინდივიდუალურ პლაგინსაც ვწერთ.