აგებულია EmDash-ზე — Cloudflare-ის CMS

საიტი EmDash‑ზე: სისწრაფე, უსაფრთხოება, ავტომატიზაცია

ვმიგრაციებთ WordPress‑იდან, ვჰოსტავთ Cloudflare‑ზე და ვავსებთ კონტენტით ავტოპილოტით. თქვენ მხოლოდ შედეგს ხედავთ.

EmDash 1.0 გამოვიდა - ახლა სტაბილურია

Cloudflare-ის CMS-მა 1.0 მიაღწია: სტაბილური ბირთვი, პლაგინების ღია რეგისტრი და EmDash Build. ეს საიტი უკვე 1.0.1-ზე მუშაობს, WordPress-იდან მიგრაციის სერვისი კი სწორედ ახლა ფართოვდება.

რა არის ახალი 1.0-ში
100/100Lighthouse · ამ გვერდზე
2093სტატია ჩვენს ბლოგზე
8ენა ერთი საიტიდან

რას ვაკეთებთ

ექვსი მიმართულება — ერთი გუნდი.

WordPress‑იდან მიგრაცია

კონტენტი, მედია, SEO და ბმულები უცვლელად გადმოგვაქვს; ძველი მისამართები რედირექტით რჩება ცოცხალი.

ჰოსტინგი Cloudflare‑ზე

გლობალური CDN, HTTPS და უწყვეტობა — უფასო პაკეტიდან დაწყებული; დატვირთვის ზრდასთან ერთად მარტივად ფართოვდება.

კონტენტ-ავტოპილოტი

თქვენს ბლოგს წყაროებს ვუთითებთ და სტატიები თავისით იწერება, ითარგმნება და ქვეყნდება.

AI-მართვა (MCP)

EmDash agent-ready CMS-ია: საიტს ბუნებრივი ენით მართავთ — ასისტენტიდან, ტერმინალიდან ან Claude-იდან.

მრავალენოვნება

ერთი საიტი — 8 ენამდე. ყოველი სტატია ყველა ენაზე ავტომატურად გამოდის.

მხარდაჭერა და უსაფრთხოება

ბექაპები, განახლებები, მონიტორინგი და დაცული პლაგინები — თვიური მოვლის პაკეტით.

რას ვაშენებთ

ცოცხალი მაგალითები — არა შაბლონური დემოები.

sitech.ge ბლოგი

2093 სტატია 8 ენაზე - ავტოპილოტით დაწერილი, თარგმნილი და გამოქვეყნებული.

ეს საიტი

ცოცხალი დემო: Cloudflare‑ის პლატფორმა, ორი ენა, ქართული ადმინ-პანელი.

კონტენტ-ავტოპილოტი

ყოველ 2 საათში ახალი სტატიები — წყაროების მოძიება, თარგმანი, გამოქვეყნება.

NGO პორტალი

შშმ ქალთა ალიანსის საიტი: ხმოვანი წაკითხვა, ხელმისაწვდომობის რეჟიმი, ორი ენა.

ღია კოდის წვლილი

პირველი ქართული ენის პაკეტი EmDash-ში — ჩვენი PR upstream-ში დამერჯდა.

თქვენი პროექტი — შემდეგი

აირჩიეთ მიმართულება; აწყობა, გაშვება და მოვლა ჩვენ ვიზრუნებთ.

შედეგები

"სიჩქარის ტესტი 100/100 და გლობალური CDN — ეს გვერდიც ცოცხალი დემოა."
ეს საიტიCloudflare‑ის პლატფორმა · emdash.sitech.ge
"2093 სტატია 8 ენაზე - ავტოპილოტი წერს, თარგმნის და აქვეყნებს; ჩვენ მხოლოდ წყაროებს ვუთითებთ."
sitech.ge-ის ბლოგიჩვენი ლაბორატორია · 8 ენა
"ორენოვანი საიტი ხმოვანი წაკითხვით და მაღალი კონტრასტის რეჟიმით — გაშვებიდან შეფერხების გარეშე."
შშმ ქალთა ალიანსიკლიენტის პორტალი · awd.ngo

ხშირად დასმული კითხვები

რა არის EmDash და რატომ ღირს გადმოსვლა?

EmDash Cloudflare‑ის შექმნილი ახალი თაობის CMS-ია — WordPress‑ის სულიერი მემკვიდრე. უფრო სწრაფია, უსაფრთხო (დაცული პლაგინების სისტემა) და AI-თან მეგობრული.

მიგრაციისას კონტენტი და ტრაფიკი არ იკარგება?

არა. კონტენტი, მედია და SEO მეტამონაცემები გადმოდის, ძველი ბმულები კი რედირექტდება — თქვენი ძიების პოზიციები რჩება.

როგორ მუშაობს ჰოსტინგი Cloudflare-ზე?

Cloudflare-ის უფასო პაკეტი ბლოგსა და პატარა საიტს ჰყოფნის (100 000 მოთხოვნა დღეში), თუმცა ადმინ პანელის ინტენსიური მუშაობისას 10 მწმ-იანი CPU ლიმიტი შეიძლება შეივსოს. პანელით აქტიური მართვისა და ავტომატიზაციისთვის გადახდილი გეგმაა რეკომენდებული.

რა ღირს თქვენი სერვისები?

ფასი დამოკიდებულია სამ რამეზე: საიტის მოცულობა, ენების რაოდენობა და ძველი საიტის სირთულე. მოგვწერეთ და ერთ სამუშაო დღეში მიიღებთ კონკრეტულ შეთავაზებას.

გადმოსვლის შემდეგ ვინ მართავს საიტს?

თქვენ — მარტივი ქართული პანელით; ან ჩვენ — მხარდაჭერის პაკეტით. ორივე ვარიანტი მუშაობს.

EmDash 1.0 რას ნიშნავს ჩემთვის?

1.0 ნიშნავს, რომ CMS სტაბილურია და კლიენტური პროექტისთვის მზადაა: მონაცემთა მიგრაციები, რევიზიები, როლები და მედია წარმოებაშია გატესტილი. ამავე გამოშვებით გამოვიდა პლაგინების ღია რეგისტრი - ფუნქციონალი, რომელსაც ადრე WordPress-ის პლაგინები ფარავდა, ახლა EmDash-ისთვის იწერება და ჩვენც ვაპირებთ ხშირად მოთხოვნადი დანამატები პირველებმა გავაკეთოთ.

მზადაა თქვენი საიტიც ასე მუშაობდეს?

მოგვწერეთ — ერთ სამუშაო დღეში კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებთ.

მოგვწერეთ